შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აქტივისტი დოდი ხარხელი დაკავებული არ არის, მის ბინაში საგამოძიებო მოქმედებები კი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. უწყებაში დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
ორ საათზე მეტია, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის ბინაში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.
სოციალურ ქსელში გავრცელდა თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ რამდენიმე პოლიციელმა ის ავტომობილში ჩასვა. „რის გამო აკეთებთ ამ ყველაფერს. „რუსული ოცნება“, რუსული ტერორი... მარტო იმიტომ, რომ აქციებზე ვდგავარ“, - ამბობდა აქტივისტი.
კიდევ ერთ ვიდეოში პოლიციელი ხარხელს განუმარტავდა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკა უტარდებოდა.
მოგვიანებით დოდი ხარხელი პოლციელებმა სცხოვრებელ ბინაში მიიყვანეს, სადაც ამ დრომდე პოლიციის მობილიზებაა.
საცხოვრებელ კორპუსთან შეკრებილები არიან მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც. ისინი შსს-ს ქმედებას დაშინების მცდელობად აფასებენ.
დოდი ხარხელი აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროევროპულ აქციებში და სოციალურ ქსელ Facebook-ში, სადაც 15 000-იანი აუდიტორია ჰყავს, აკრიტიკებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“.
