მამაკაცი, რომელიც თბილისში, ორთაჭალაში, ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელია. როგორც შსს-ში აცხადებენ, მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 2 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 3 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა, მის თანმხლებ პირთან, ყოფით ნიადაგზე კონფლიქტი“, - აცხადებენ შსს-ში.
სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა საქმე 9 თებერვალს, ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, დაცვის პოლიციის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზეც. შსს-ს განცხადებით, 41 წლის მამაკაცმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა.
29 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი სიმონ წაქაძე სამსახურთან გაჩერებულ საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. ამ შემთხვევაშიც გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
