შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ამოიღეს ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 2 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
შსს-ში განაცხადეს, რომ გაანეიტრალეს ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50%-ზე მეტს ამარაგებდა.
„მაღაზიას მართავდა და ასევე, დადების მეთოდით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა ჩვენ მიერ დაკავებული, 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომლის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოვიღეთ 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 27 ათასი ცალი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ აბები და 10 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, - თქვა კუპატაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირი დააკავეს, რომელთაგან 23-ს ნარკოტიკების რეალიზაციას ედავებიან. დაკავებულები არიან საქართველოს, ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანას, საქართველოდან უკანონოდ გატანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
