საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 3 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 4 დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
- 5 მამუკა მდინარაძისთვის ჩაფიქრებული თანამდებობები უქმდება
საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე. დოკუმენტის ღირებულება 109 ლარია. ის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში იმოქმედებს.
მომსახურების სააგენტო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო მართვის მოწმობებსაც გასცემს, რომლის მოქმედების ვადა 3 წელია. დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში.
საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ეროვნული მართვის მოწმობა წარადგინოს.
როგორც მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში და აღნიშნული სერვისი დისტანციურად არ ხორციელდება.
