„ქართულ მხარეს მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რომ პოლიტიკური დევნის ობიექტს, გიორგი გახარიას ივანიშვილის პროკურატურას ვინმე გადმოსცემს“, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
გახარია, რომლის წინააღმდეგაც „ქართული ოცნების“ გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართელბრივი დევნა დაიწყო, არსებული ინფორმაციით, გერმანიაში იმყოფება.
გიორგი გახარიას, 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე, ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას ედება.
„გიორგი გახარიას ედავებიან ჯანმრთელობის განზრახ მძმე დაზიანების ორგანიზებას. წარმოიდგინეთ, ე.ი. წინასწარ დაგეგმა გიორგი გახარიამ, რომ სხვისთვის ჯანმრთელობა განზრახ მძიმედ დაეზიანებინა, ოღონდ არ არის დადგენილი, გამოკვეთილი კონკრეტულად ვინ შეასრულა ეს დავლება და სხვას დაუზიანა ჯანმრთელობა განზრახ, მძიმედ. პირდაპირ წერია ბრალის შესახებ დადგენილებაში, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია. თუ რეზინის ტყვიებმა დააზიანა ვიღაცის ჯანმრთელობა განზრახ მძიმედ, გიორგი გახარიას ფაქტობრივად ეს ბრძანება არ გაუცია, მაგრამ გიორგი გახარიას ედავებიან ამის ორგანიზებას. ეს არის სრული სამართლებრივი სისულელე და აბსურდი“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
„ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული. პროკურატურის მტკცებით, გიორგი გახარიამ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ, რითაც „განზრახ გადაამეტა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს“.
ბერდია სიჭინავას შეფასებით, „ჩორჩანას საქმე“ საქართველოს ეროვნული ინეტერსების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ არის მიმართული.
„ორად ორი უწყებაა, რომელიც პრეტენზიას უყენებს გიოგი გახარიას ამ საქმესთან დაკავშირებით - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურა, სადაც ასევე მიმდინარეობს გამოძიება და ქართული პროკურატურა, რომელიც რეჟიმს ემსახურება“, - განაცხადა სიჭინავამ.
გიორგი გახარიას ავოკატის თქმით, ეს საქმე პირობითად რამდენიმე ნაწილად იყოფა და იწყება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრების - ვატო შაქარიშვილის, ნანა კაკაბაძის, ბიძინა გიორგობიანის, გელა ნიკოლაიშვილისა და ლევან ნიკოლეიშვილის ჩვენებებით. სიჭინავა მათ „დამბეზღებლებად“ მოიხსენიებს.
„შემდეგ არის უკვე მოწმეების ჩვენებები. თურმე ცხინვალის საოკუპციო რეჟიმისგან გაიგო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა [ვახტანგ გომელაური], რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა იგეგმებოდა. მოწმეების ჩამონათვალში არიან ლევან იზორია, ჩიჩიბაია, სუჯაშვილი და ა.შ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ედავებიან, ფაქტობრივად, გიორგი გახარიას, მაგრამ ბრალის დადგენილებაში ეს არ არის. უბრალოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, არც „დიფ სტეიტი“ წერია, არც მტრული სახელმწიფო, ვისი დავალებით მოქმედებდა ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის შეთითხნილი საქმე და ბიძინა ივანიშვილის ვენდეტა“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 13 ნოემბერს, იმსჯელებს. თუ პატიმრობა იქნება გამოყენებული, გახარიას მიმართ ძებნა გამოცხადდება.
