„ეკონომიკის გაჯანსაღებამ რეალურად ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას. 2021 წელს წინა წელთან შედარებით სიღარიბის მაჩვენებელი 3.8 %-ით შემცირდა, 21.3 %-დან 17.5 %-მდე, ხოლო 2019 წელთან შედარებით 2 %-ით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ისტორიულ მინიმუმზეა სიღარიბის დონე, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ სიღარიბის დონე ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და მაღალია ჩვენს ქვეყანაში. ამის დაძლევის ერთადერთი გზა, რაც ადამიანებს მოუფიქრებიათ, რაც რეალისტურია, არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მინისტრის თქმით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი თითქმის 37 %-ით გაიზარდა და 3.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. გაიზარდა ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვაც და იანვარ-აგვისტოში თითქმის 2.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა შესაბამისად აისახა დასაქმების ზრდაზე, როგორც პირველ, ასევე, მეორე კვარტალში და უმუშევრობის კლება და დასაქმების ზრდა დაფიქსირდა. უმუშევრობის დონე მეორე კვარტალში 4 %-ით შემცირდა და 18.1 % შეადგინა. როგორც პირველ, ასევე, მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებელს. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2022 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილები გაიზარდა 51 ათასით, ხოლო მეორე კვარტალში 35.5 ათასი სამუშაო ადგილით.
2022 წელი პოზიტიური იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც. იანვარ-ივნისში რეკორდული მაჩვენებელები დაფიქსირდა - დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მივიღეთ“, - ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ტურიზმის აღდგენის დადებით ტენდენციასაც:
„2022 წლის იანვარ-აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები თითქმის 95 %-ით აღდგა. ჩვენ 2.1 მილიარდი დოლარი მივიღეთ ტურიზმიდან. ივლისსა და აგვისტოში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა. თქვენ იცით, რომ ეს იყო ტურიზმის შემოსავლების რეკორდული წელი ჩვენს ისტორიაში. სექტემბრის მონაცემებიც დამაიმედებელია.
2022 წლის იანვარ-აგვისტოში ასევე გაიზარდა საერთაშორისო გადაზიდვებით გადატანილი ტვირთების ოდენობა, რომელმაც 18 მილიონი ტონა შეადგინა და 20 %-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელთან“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ამ მონაცემებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს 2022 წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი: „საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდას წელს პროგნოზირებს 9 %-ით. 2022-2027 წლებში, საქართველოს, მათი პროგნოზის მიხედვით ექნება რეგიონსა თუ ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა 5.6%-ით. მე ვფიქრობ, საქართველო უფრო მეტსაც მიაღწევს“.