„2012 წლიდან დღემდე, უფრო ნაკლები ადამიანი გადის დღეს საქართველოდან, ვიდრე გადიოდა მაშინ. რეალურად ადამიანები როდის გარბოდნენ ქვეყნიდან და როდის ბრუნდებიან, ეს საქსტატის მონაცემებში ჩანს. ამიტომ, ეს არის აბსოლუტური სიცრუე, რომ საქართველოდან ისტორიულ მაქსიმუმზეა, როდესაც ხალხი გარბის, ქვეყანას ტოვებს, ცარიელდება და უცხო ქვეყნის მოქალაქეები იკავებენ საქართველოს. ეს არის ცრუ ნარატივი, რომელსაც ცდილობს ოპოზიცია, რომ გაუკეთოს პოპულარიზაცია“, - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
6 ოქტომბერს, პარლამენტში გამოსვლისას მინისტრს დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და სალომე სამადაშვილმა ჰკითხეს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელზეც მან ისაუბრა, როდის უნდა იგრძნონ საქართველოს მოქალაქეებმა.
„თქვენი მმართველობის ერთადერთი შედეგი ის არის, რომ ხალხი ამ ქვეყნიდან გარბის. 100 ათასი ადამიანი გავიდა ერთ წელიწადში და მე მაინტერესებს, რამდენი უნდა წავიდეს, 300 ათასი, ნახევარი მილიონი, ერთი მილიონი, რა იქნება თქვენთვის საკმარისი რაოდენობა, რომ ჩვენ დავრჩეთ ქვეყანაში შრომისუნარიანი მოქალაქეების გარეშე“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრს.
„ციფრები შეიძლება იმატებს და ეს კარგია. არ მინდა ნამდვილად, რომ ეჭვი შევიტანო თქვენს მიერ გადმოცემულ ფაქტებში, მაგრამ
„ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს“. ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს მოქალაქეებმა როდის უნდა იგრძნონ? ვერ გრძნობენ საქართველოს მოქალაქეები ამას. ასე კარგად რომ იყოს ქვეყანაში მდგომარეობა, რასაც ახლა თქვენ გვიყვებოდით, ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც საქართველოდან გარბიან. კი არ მიდიან, გარბიან ოჯახებიანად.
მოქალაქეებს ესაუბრეთ და მათ უთხარით, რას უნდა ელოდონ ხვალ და რატომ არ უნდა გაიქცნენ და არ უნდა ჩაალაგონ ჩემოდანი დღესვე. ეს უთხარით მოქალაქეებს“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მინისტრმა თქვა, რომ ოპოზიციას ეკონომიკურ პოლიტიკაზე რიცხვებით, სტატისტიკით საუბარი აღიზიანებს, რადგან მონაცემები მათ არაკომფორტულ ვითარებას უქმნის.
„ეკონომიკის პროგრესისა და რეგრესის ობიექტური საზომი მხოლოდ რიცხვები და სტატისტიკაა. რიცხვებს მე ახლა არ წავიკითხავ, მაგრამ გეტყვით, რომ ისტორიულ მაქსიმუმზე არ არის ხალხი რომ გარბის. პირიქით, 2004-დან 2012 წლამდე საქსტატის მონაცემებია, მარტივად შეგვიძლია შევიდეთ მათ ვებგვერდზე და ვნახოთ, რომ საქართველოდ გამსვლელთა რიცხვი განუწყვეტლივ იზრდებოდა. ბალანსი გამსვლელსა და შემომსვლელს შორის, სამწუხაროდ, უარყოფითი გვაქვს დღემდე, განსხვავებით მხოლოდ 2020 წლისა, როდესაც პანდემიის პირობებში ჩვენს ქვეყანში დაბრუნდა ბევრი ჩვენი მოქალაქე, როდესაც მსოფლიო იყო ჩაკეტილი. დანარჩენი, ჩვენ გვაქვს ეს მინუს ბალანსი, მაგრამ ტენდენცია გვაქვს დადებითი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2004-დან 2012 წლის ჩათვლით საქართველო დატოვა 833 604-მა ადამიანმა, ქვეყანაში დაბრუნდა 612 393 პირი, ამ პერიოდში ემიგრანტებისა და იმიგრანტების რიცხოვნობას შორის სხვაობა 221 211-ია.