სოხუმის ე.წ. საერთაშორისო აეროპორტმა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან პირველი საცდელი რეისი მიიღო. ფრენა შეასრულა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ავიაკომპანიამ, UVT Aero-მ, რომელიც ევროკომისიის მიერ „შავი სიაშია“ შეყვანილი და ევროკავშირის სივრცეში ფრენები აკრძალული აქვს. 2023 წლის ივლისში UVT Aero-ს საქართველოში ყაზახეთის საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ ფეხბურთელები უნდა ჩამოეყვანა, თუმცა სანქციების გამო, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენის განხორციელების ნებართვა არ მისცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ სოხუმის აეროპორტმა მიიღო თვითმფრინავი, რომელსაც ასე დიდხანს ველოდით“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბადრა გუნბამ. ბორტზე მყოფ 21 ადამიანს შორის აფხაზი სტუდენტებიც იყვნენ.
გუნბას თქმით, ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად რუსეთის ქალაქებში რეგულარულ ფრენების შესრულებას ელიან. „დარწმუნებული ვარ, რუსეთში ფრენების გეოგრაფია გაფართოვდება“, - აღნიშნა მან.

საცდელი ფრენის შესრულებას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში. მისი განცხადებით, „პრინციპულად მნიშვნელოვანია“, აეროპორტის რეკონსტრუქცია პირველ მაისამდე დასრულდეს.
„ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის“ აღდგენის შესახებ ე.წ. შეთანხმება რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობებს შორის 2023 წლის ივნისში გაფორმდა. აეროპორტს შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება“ აღადგენს, რომელიც რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილს, რაშიდ ნურგალიევს (უმცროსი) ეკუთვნის.
დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობამ რუს ინვესტორს აეროპორტი 49 წლით, სარგებლობის უფლებით გადასცა. აქედან 25 წელი „ინფრასტრუქტურული განვითარება“ განსაკუთრებული საგადასახადო რეჯიმით ისარგებლებს, გარკვეული შეღავათები კი ხელშეკრულების მთელი ვადის განმავლობაში გაგრძელდება. ხელშეკრულების მიხედვით, აეროპორტი ინარჩუნებს ორმაგი დანიშნულების სტატუსს.
სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში გაიხსნა და სოხუმიდან 18 კილომეტრში, სოფელ ბაბუშარაში მდებარეობს. ის 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაიხურა.
