ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასი ორშაბათს, 9 სექტემბერს, ერევანს ეწვევა, რათა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
ვიცე-პრეზიდენტი სხინასი შეხვდება სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, რათა განიხილონ ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დაწყება და პარტნიორობის დღის წესრიგის სხვა ასპექტები.
ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყება არის ძლიერი სიგნალი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან, მათი გადაწყვეტილების შესახებ, გააღრმავონ უკვე ძლიერი პარტნიორობა ევროკავშირსა და სომხეთს შორის.
„ამ დიალოგის მიზანია საბოლოოდ გაუქმდეს ვიზის ვალდებულება სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში მოკლევადიანი სტუმრობის დროს, მას შემდეგ რაც სომხეთის ხელისუფლება განახორციელებს არსებით რეფორმებს ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვარი, მიგრაცია და თავშესაფრის მართვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული ძირითადი უფლებები“, - აცხადებს ევროკომისია.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ როგორც სხვა მესამე ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, სომხეთთან ეს დიალოგი იქნება მრავალწლიანი პროცესი, განხორციელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით რეფორმების პროგრესისა და განვითარების მონიტორინგის მიზნით.
