შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან ღამით თბილისის 5 სხვადასხვა ღამის კლუბში სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც, თაღლითობისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 15 პირი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ღამის კლუბებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თანხებს სძალავდნენ.
„დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად, ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით თანხებს სძალავდნენ. შეკვეთილი პროდუქციის ანგარიში როდესაც მოჰქონდათ, ერთ ნულს უწერდნენ. მაგალითისთვის, როდესაც 300 ლარის პროდუქციას შეუკვეთავდნენ მომხმარებლები, ანგარიშსწორების დროს მიჰქონდათ 3000-ლარიანი ჩეკი“, - განაცხადა კუპატაძემ სპეცოპერაციის დროს მედიასთან ინტერვიუში.
საქმის მასალების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, ღამის კლუბის თანამშრომლები მათზე ჯერ ფსიქოლოგიური ზეწოლას და მუქარას ახორციელებდნენ, ხოლო შემდეგ ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.
„ამათ ჰყავდათ ორგანიზებული დაჯგუფება, რომელიც ხუთივე კლუბს მართავდა. დაკავებები გრძელდება და შესაძლებელია, გამოიკვეთონ ახალი ფიგურანტები“, - აღნიშნა კუპატაძემ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას და გამოძალვას გულისხმობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
