დათა ხარაიშვილი ამბობს, რომ სპეცრაზმელების მიერ ნაცემ და მიკროავტობუსებში მოთავსებულ აქციის მონაწილეებს სპეცრაზმის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“, ვიდეოებს პირადად უღებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები – პაპუაშვილი
- 5 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 6 ლილუაშვილმა სასამართლოში დავა მოუგო ოპოზიციურ არხებს, რომლებიც ქოლცენტრებთან კავშირში ამხელდნენ
ხარაიშვილი 3 დეკემბრის ღამეს, ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩების კვეთაზე დააკავეს. როგორც ის ამბობს, სპერცრაზმელებმა ჯერ დაკავების ადგილზე სცემეს, ყურიდან საყურე ჩამოგლიჯეს, წაართვეს ტელეფონი და საათი, ხოლო შემდეგ, 40 წუთის განმავლობაში, ფიზიკურად პოლიციის მიკროავტობუსში უსწორდებოდნენ.
„რამდენიმე სპეცრაზმელი სცემდა რამდენიმე ადამიანს. აი, ორი სპეცრაზმელი ერთზე იყო, სამი - სამზე... რამდენიც ეტეოდნენ, მოკლედ ამ პატარა სივრცეში. თითოეული სპეცრაზმელი უღებდა იმას, ვისაც თვითონ სცემდა. ძირითადად, იღებდნენ ფოტოებს, მაგრამ „ხარება“ უეჭველად ვიდეოს იღებდა, იმიტომ რომ ასე სტატიკურად ეჭირა ტელეფონი და აშკარად ეტყობოდა, რომ ვიდეოს იღებდა. ხარება რომ იყო, მაგაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ.
კიდევ გვაიძულებდნენ, რომ გვეთქვა „ხარებას გაუმარჯოს“ და თუ არ იტყოდი, მოვიდოდნენ და ჩაგარტყამდნენ.
რაღაც 100 მეტრს გაივლიდა ეს სამარშრუტო, სხვა ჯგუფთან მივიდოდა, იქ გაიღებოდა კარი და ვიღაცები შემოიხედავდნენ სპეციალურად, „აბა, ვინ მოგვიყვანე?“ და შემოცვივდებოდნენ და იწყებოდა ისევ ცემა-ტყეპა. კრიმინალური პოლიცია, რომელიც შედარებით უკეთესად იქცევა, არავის არ ურტყამს და ძალიან ზრდილობიანად ელაპარაკება, უყურებს ყველაფერს. მათ თვალწინ ხდება ავტობუსში ეს ყველაფერი. მერე აღებენ კარს და ჩამოჰყავხარ, მიაჩეჩებენ შენს თავს ამ პოლიციელს და ისინიც „ბატონო დავით, თქვენ დაკავებული ხართ ადმინისტრაციული წესით და გთხოვთ დაემორჩილოთ ახლა ჩემს მითითებებს“. ვითომ, არ იცოდნენ, ბოლო 40 წუთის განმავლობაში მის წინ ვიღაც არ გცემდა წიხლებითა და მუშტებით. ეს ნამდვილად კვალიფიცირდება როგორც წამება და არა, როგორც უბრალო ანგარიშსწორება“, - განაცხადა დათა ხარაიშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.
დათა ხარაიშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ინგოროყვას საუნივერიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას დაზიანებები მთელ სხეულზე აქვს მიყენებული.
საპროტესტო აქციებზე, რომელიც ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მათი დიდი ნაწილი სპეცრაზმის მიერ სასტიკად არის ნაცემი.
