სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. ცნობილაძე საგამოძიებო მოქმედებებს პროევროპულ აქციებში მონაწილეობას უკავშირებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კი აცხადებენ, რომ საქმე ეხება „დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„ჩხრეკაზე შემოვიდნენ დილას და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აქ არის ადვოკატიც. არ ვიცი, რას ეძებენ. ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი“, - უთხრა სანდრო ცნობილაძემ მისი სახლის კართან მისულ ჟურნალისტებს.
შეკითხვაზე, რას უკავშირებს ჩხრეკას, განაცხადა: „იმას, რომ სულ აქციებზე ვარ“.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაზარალებულის მითითებით, „პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოებთან დაკავშირებით“ ჩაატარეს და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.
„დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონოდ მიოპოვების ფაქტთან დაკავშირებით. დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ პირადი ჩხრეკა. ასევე, Meta-დან მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც ყალბი ექაუნთის გამოყენებით პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტომასალას. ბრალდებაზე არ არის საუბარი [...] სხვა დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება“, - აღნიშნა გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა.
საგამოძიებო უწყებებმა ბოლო თითქმის სამი თვის განმავლობაში ჩხრეკა პროევროპული აქციების არაერთი აქტიური მონაწილის ბინაში ჩაატარეს, რაც მათი დაშინების მცდელობად შეფასდა.
