ძლიერმა წვიმამ გურიაში მდინარეების ადიდება გამოიწვია, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მოტეხილია ხეები, გააქტიურდა მეწყრული პროცესები, გარესამყაროს არის მოწყვეტილი რამდენიმე სოფელი. ლანჩხუთის სოფლებში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შესული. მაშველები 3 ადამიანს, მათ შორის, 2 არასრულწლოვანს ეძებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
მდ. ლესის წყლის ადიდების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გადაადგილების აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი მოძრაობს სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე.
მიწის შვავის ჩამოსვლის გამო, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-2 და მე-12 კმ-ებზე გზა ორივე მხრიდან დაკეტილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ ეტაპზე აკრძალულია.
