ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რუსული კანონის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის განხილვა დაიწყო. როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 6 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
2024 წლის ოქტომბერში ევროპულ სასამართლოს 136-მა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციამ, ასევე, 4 ფიზიკურმა პირმა ერთობლივი სარჩელით მიმართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსული კანონი არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებას (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს (მე-18 მუხლი).
„ყველა ამ მუხლთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა და სახელწმიფოს გამოუგზავნა შეკითხვები. სასამართლომ საქმეს „მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე“ საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. ამასთან დაკავშირებით საუბარია კორესპონდენციაში, რომელიც მივიღეთ. მსგავსი სტატუსი ენიჭებათ ისეთ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.
მომჩივნები მოელიან, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლო მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.
„საქმის გაგზავნის დღიდან „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ საქმე გაგზავნილი არ იყო. მოგვიანებით, როდესაც საფოსტო გზავნილის ამონაწერი გავასაჯაროვეთ, პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა დაიწყეს მტკიცება, რომ მასზე სასამართლოს ხელმოწერა არ ჩანდა. საქმის რეგისტრაციის შემდეგ პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა სხვადასხვა პროცედურული საკითხით მანიპულირებით გააგრძელეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. უმაღლესი თანამდებობის პირები დღემდე აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას და მათთვის შეურაცხმყოფელი იარლიყების მიკერებას. რუსული კანონი არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას ზღუდავს, არამედ მოქალაქეთა ერთმანეთისგან გათიშვასა და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. ეს საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მისი განხილვა სწრაფად დასრულება“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნის შემდგომ გაგრძელდა და გაძლიერდა სამოქალაქო საზოგადოების დევნა, რასაც „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. FARA-ს ხელახალი ინიცირებაც ადასტურებს. ქურდოვანიძის თქმით, აშშ-ში მოქმედი კანონი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, „ქართულ ოცნებას“ კი ამ აქტით რუსული კანონის შენიღბვა სურს.
