„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარტია მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის. როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, აღნიშნულ სცენარს გუნდში განიხილავენ, რადგან ერთ გარემოში „პრორუსებთან ყოფნა აუტანელია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
- 6 ძამის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე-5 საუკუნის ეკლესია დაანგრიეს
„ჩვენ შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ, რომ პარლამენტი დავტოვოთ, ამ სცენარს ჩვენ განვიხილავთ. ჩემთვის აუტანელია ერთ გარემოში ყოფნა პრორუსებთან. მხოლოდ იქ ვიქნები, სადაც ვხედავ 12 პუნქტთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს. საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემი ხმა სჭირდებოდა - შევედი და ხმა მივეცი. არ ვაპირებ ყოველდღიურ რეჟიმში კობახიძეებთან და სხვებთან, პრორუსებთან მუშაობას. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, პარლამენტის დატოვებისთვის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის უნდა მოხდეს ეს და აუცილებელია ჩვენს დასავლელ პარტნიორებში სიტუაციის შემზადება. მათ კარგად უნდა ავუხსნათ წინასწარ რა ხდება. მთავარია ეს არ იყოს ნაადრევი, თუმცა ეს მოხდება. როდესაც ის მოცემულობა დადგება, რომ საზოგადოება შეთანხმდება იმაში, რომ „ქართული ოცნებიდან“ არაფერი გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება. ეს მოცემულობა რომ შედგება, ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება“, - აღნიშნა ვაშაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებელს“ პარლამენტში ამჟამად 2 დეპუტატი ჰყავს - გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე. მესამე დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარტიის დატოვების შესახებ 28 ოქტომბერს განაცხადა:
„პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გავხდი, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება. შესაბამისად, ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში „სტრატეგია აღმაშენებელის“ დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის“, - აღნიშნა აქუბარდიამ.
„სიღრმისეულ კომენტარებში არ შევალ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემს თანაპარტიელებს ბოდიშიც მოვუხადე მასთან დაკავშირებით, რადგან ჩემი ინიციატივა იყო მისი შეყვანა. სამწუხაროდ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ვერაფერი მიიღო ამ პროცესიდან. ის, რომ მას ცოტა სხვანაირი პოზიცია აქვს, მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. სამწუხაროდ, [თეონა აქუბარდია] ჩვენი პარტიის დიდი სახე არ ყოფილა. მძიმე ვითარება გვქონდა და ყველაფერი თავისთავად მოხდა. ვფიქრობ, რომ მას „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით დიდი მომავალი აქვს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
