სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან და იუსტიციის სახლისკენ მსვლელობას გამართავს. დემონსტრანტები თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, საპარლამენტო არჩევნებზე მივიდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად!“, - ნათქვამია სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ანონსში აღნიშნულია რომ აქცია იმართება ახალგაზრდული ჯგუფების ორგანიზებით.
მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი სტუდენტი, ნიკო მანაგაძე ამბობს, რომ მსვლელობის დროს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდების გარდა, სხვა განცხადებები არ გაჟღერდება.
„მსვლელობა დაიწყება პარლამენტიდან, გავემართებით იუსტიციის შენობისკენ და მსვლელობას ისევ პარლამენტთან დავასრულებთ. ჯერჯერობით სიტყვით გამოსვლა, მიმართვა არ იგეგმება. ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა ჩვენი ხმა გავაგონოთ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ მთლიანად მოსახელობას, განსაკუთრებით ახალგაზრდბს, მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს,“ - უთხრა „საქართველოს ამბებს“ მანაგაძემ.
ხვალ, 26 ოქტომბერს, არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად, პოლიტიკურმა გაერთიანებამ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. აქედან, 135 922 ახალგაზრდას წელს პირველად მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
