სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აღარც რეგიონული განვითარების მინისტრი იქნება. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ის ამ თანამდებობაზე ორი დღის წინ წარადგინა, თუმცა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახლად შექმნილ სამინისტროს კახაბერ გულედანი უხელმძღვანელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
კობახიძის განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ლილუაშვილის „განსხვავებული მიდგომები“ გახდა.
„რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა.
გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ჩვენ ერთობლივად“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კახაბერ გულედანს, 2022 წლის ივნისიდან ის თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე, მანამდე კი სამგორის რაიონის გამგებელი და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი იყო. 2016-2017 წლებში გულედანი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კახაბერ გულედანს „მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება“ აქვს.

დღესვე, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, 6 წლის ვადით, ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა. ოხანაშვილი 2024 წლის ნოემბრიდან იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მას „ქართული ოცნების“ დეპუტატი და 2019-2024 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია შეცვლის.
