ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 2 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 3 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
მალხაზ პაქსაშვილი პანკისის ხეობიდან არის. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში ის სოფელ წინუბანში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციის თანახმად, პაქსაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა და სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა, 2013-2015 წლებში ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.
„დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა“, - განაცხადა სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბაჩო მგელაძემ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი) უკრაინაში, ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავეს. ტერორიზმისთვის ძებნილის ექსტრადირება 2020 წლის მაისში განხორციელდა და ის სასჯელს საქართველოში იხდის. მისი ძმა, ცისკარა ტოხოსაშვილი (იგივე ემირი ისა) სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა გასული წლის დეკემბერში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს. ძმები ტოხოსაშვილები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოდან (პანკისის ხეობა) არიან. ისინი სირიაში 2014-2015 წლებში გაემგზავრნენ.
