სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით შემოიტანეს და მუშაობს ვერსიაზე, უკავშირდება თუ არა ეს 4 ოქტომბერს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ შეკრებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
როგორც სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, უკრაინის ორი მოქალაქის დაკავებიდან დღენახევრის განმავლობაში ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ „მერსედესის“ მარკის სატვირთო მანქანის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის, ე.წ. „ეს ბე უ“-ს (SBU) თანამშრომლებმა. მაღრაძის თქმით, ეს ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება.
„უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით, უნდა მოწყობილიყო ე.წ. „პაუტინა 2“, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია - თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.
სწორედ ამის გამო, გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის“, - თქვა მაღრაძემ.
სუს-მა უკრაინის ორი მოქალაქე მ.ს. და დ.ჟ 11 სექტემბერს დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, 2.4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ იპოვეს უკრაინული სანომრე ნიშნების მქონე „მერსედეს ბენცის“ მარკის სატვირთო ავტომანქანაში, რომელმაც უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და სარფის საბაჟოს გავლით ქვეყანაში შემოვიდა. სუს-ის განცხადებით, „საქმე ეხება ასაფეთქებელ ნივთიერება „ტროტილზე“ ძლიერმოქმედ ნივთიერებას“. დაკავებულთაგან ერთი სატვირთოს მძღოლია, ხოლო მეორე - პირი, რომელმაც, სუს-ის მტკიცებით, მძღოლს „სამალავებში განთავსებული დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება“ გამოართვა.
