ტაქსის მძღოლის, 54 წლის შოთა ლორიას ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოში 22 და 17 წლის ძმები დააკავეს. პოლიცია დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 3 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 4 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
- 5 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 6 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
მკვლელობა 20 მაისს მოხდა. სამართალდამცველებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ტაქსის მძღოლის ოჯახის წევრებმა პოლიციას მისი გაუჩინარების თაობაზე მიმართეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა რომ ნ.ა.-მ, ა.ა.-მ და მათმა თანმხლებმა პირმა თბილისიდან მარნეულის მიმართულებით ტაქსით გადაადგილებისას, ავტომობილის დაუფლების და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლის მოკვლა განიზრახეს. ბრალდებულებმა მას ავტომანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც მოკლეს.
„კვალის დაფარვის მიზნით მოკლული მამაკაცის ცხედარი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მდინარის ნაპირზე დამარხეს. ბრალდებულები უკანონოდ დაუფლებული ავტომობილით მარნეულის მუნიციპალიტეტში, თავიანთ სახლში წავიდნენ და იქვე მდებარე საკუთარ ავტოსახელოსნოში, კვალის დაფარვის მიზნით, აღნიშნული ავტომობილის ნაწილებად დაშლა დაიწყეს“, - აცხადებენ შსს-ში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
