„გადავწყვიტე, გვერდით დავუდგე ისეთ გუნდს, რომელმაც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ამაყად, ღირსებით შეაბიჯებს ევროპაში“, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და საარჩევნო სიაში მეშვიდე ნომერია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ტალახაძის თქმით, მისი მთავარი მიზანია, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყოს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს რუსულ კანონთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ის აუცილებელია.
„გამჭვირვალობის კანონს რაც შეეხება, ვთვლი, რომ აუცილებელი არის და არ უნდა იყოს საზოგადოებაში დამალული რამე, უნდა იყოს ყველაფერი საჯარო და ღია“, - აღნიშნა სპორტსმენმა.
ლაშა ტალახაძის განცხადებით, ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, რას გააკეთებს პარლამენტში, თუმცა მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდებისა და ქართული სპორტის მხარდაჭერაა.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, 28 მაისს პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 84 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღო დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი რუსული კანონი. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა.
30 წლის ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ის ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). ძალოსანმა ბოლო წარმატებას 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწია და 11 აგვისტოს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.
