მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის სათავეში პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია, ხოლო მეორე ნომრად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა დასახელებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
საარჩევნო სიაში მესამე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. სიის პირველ ათეულში მოხვდნენ ოლიმპიური ჩემპიონები - ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეული, რომელიც ირაკლი კობახიძემ წარადგინა, ასეთია:
- ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე;
- ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრი;
- ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე;
- შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე;
- მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი;
- თეა წულუკიანი - კულტურისა და სპორტის მინისტრი;
- ლაშა ტალახაძე - ძალოსანი;
- ვახტანგ თურნავა - ბიზნესმენი;
- მაკა ბოჭორიშვილი - პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
- გენო პეტრიაშვილი - მოჭიდავე;
- სოზარ სუბარი - „ხალხის ძალის“ დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი;
- მარიამ ქვრივიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
- ანრი ოხანაშვილი - პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე;
- ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
- ეკა ჭიჭინაძე - ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;
- შოთა ბერეკაშვილი - ბიზნესმენი, შპს „ბკ ჰოლდინგის“ მფლობელი, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე;
- ლევან მახაშვილი - ევროპისმცოდნეობის დოქტორი;
- მიხეილ ყაველაშვილი - „ხალხის ძალის“ დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი;
- გიორგი გაბუნია - იურისტი;
- ლიკა შარტავა - ჟიული შარტავას შვილიშვილი, ფსიქოლოგი, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება. პარტიების დიდი ნაწილი არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობას აპირებს. ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ.
