მიმდინარე წლის 20 აპრილიდან, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ტრანსავია“ (Transavia) დაიწყებს. ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოსთვის, რადგან ნიდერლანდები ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიებისთვის სტრატეგიული სამიზნე მიმართულებაა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს პოპულარიზაციას, მარკეტინგული კამპანიების წარმოებას, რათა ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო მეტად და ღირსეულად წარმოვადგინოთ ნიდერლანდებში, შედეგად, პირდაპირი რეისებით მივიღოთ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ევროპელი ტურისტი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის სამ კვარტალში, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ევროკავშირის ქვეყნებიდან (გაერთიანებული სამეფოს გათვალისწინებით) საქართველოში 328 909 ვიზიტი განხორციელდა, მათ შორის, 12 065 ვიზიტორი ნიდერლანდებიდან იყო. გასული პირველ სამ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნიდერლანდებიდან ვიზიტორების რაოდენობა 33.8%-ით (3048 ვიზიტი) გაიზარდა.
Transavia ნიდერლანდების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგის ტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.
