თბილისში, ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე 16 წლის იოსებ ადეიშვილი დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, საღამოს საათებში მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
- 3 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 4 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 5 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 6 ორპარტიული „მეგობარი აქტი“ აშშ-ის კონგრესში ხელახლა წარადგინეს
ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია დღეს ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა. დაღუპულის დედა ამბობს, რომ მისი შვილი რიყეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
„პატარები დაიბნენ და ვერაფერი უშველეს. ისე ყვიროდა, ყვიროდა დამეხმარეთო, მიშველეთო. ტუალეტი უნდოდა. დოქებთან სამმეტრიანი წყალი იყო დამდგარი, ბავშვები მიყვებიან, რომ ჩავარდა. [...] ისეთი დაბნეული ვარ... ძალა არ მაქვს... ისე მეცოდება ჩემი ბიჭი, რომ არ ვიცი ვის დავაბრალო. გამგებობა, მერია - ვინ არის პასუხიმგებელი?! ქალაქის მერი?! იმედი მაქვს, რომ კახი კალაძე ყურადღებას მიაქცევს ამ სიტუაციას“, - უთხრა „პირველს“ იოსებ ადეიშვილის დედამ.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ შემთხვევა კერძო ტერიტორიაზე მოხდა და ცილისწამებას უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდი რიყის პარკში ღია თხრილში ჩავარდა.
„სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში“, - ნათქვამია მერიის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი საბა ბუაძე თბილისის მერიის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს. მისი თქმით, ის ადგილი, სადაც ბიჭი დაიღუპა, მართლაც ეკუთვნის „რიყის დოქების“ ტერიტორიას, „ოღონდ საჯარო სერვიტუტით არის დატვირთული და პარკის ტერიტორიას ებმის. არც გამოყოფილია, არც გამაფრთხილებელი ნიშნებია და არაფერი“.
„ცხადია, ამ არასაიმედო, სახიფათო საცხოვრებელ გარემოზე და საჯარო სივრცეებზე პასუხისმგებელი არის მერია“, - განაცხადა ბუაძემ.
პოლიციამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ე.წ. რიყის დოქები - 14 591 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები - 2022 წელს, თავდაპირველ ღირებულებაზე 10-ჯერ ნაკლებ ფასად, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პრორუსი ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის კომპანიამ Global Victory Trust-მა იყიდა.
აუქციონის პირობების მიხედვით ობიექტის მესაკუთრე ვალდებული იყო 3 წლის ვადაში, ანუ 2025 წლის მარტის ბოლომდე, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მიეწყო, რისთვისაც არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.