„თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ დასკვნებზე დაყრდნობით, თბილისის მერია აცხადებს, რომ წერეთლის გამზირზე სამუშაოები უხარისხოდ მიმდინარეობდა, რის გამოც კომპანიებთან - შპს „ერ ტე დეს“-თან და შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპს“-თან დადებული ხელშეკრულებები ცალმხრივად შეწყვიტა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ობიექტზე პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობდა. დაფიქსირებულ იქნა ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის (ინსპექტირება) განმახორციელებელი პირებისგან, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირებისგანაც. კერძოდ, ინსპექტირების აქტებით დადასტურებულია სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა. ტექნიკური ზედამხედველის, „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წერილებით ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ, პროექტთან შეუსაბამოდ. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე.
გარდა იმისა, რომ ფეხით მოსიარულეებს და მძღოლებს მუდმივად ექმნებათ პრობლემები, აქამდე შესრულებული სამუშაოების ნაწილი ზიანდება მექანიკური ზემოქმედებით, რის გამოც დამატებითი რესურსები ხდება საჭირო გამოსასწორებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ობიექტის დასრულების ვადას.
შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად შეეწყვიტა 2023 წლის 27 თებერვალს ქალაქ თბილსის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ერ ტე დე“-ს (ს/ნ: 406102550), ასევე, შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპთან“ (ს/ნ: 400118047) დადებული ხელშეკრულებები“, - წერია თბილისის მერის, კახა კალაძის 15 იანვრის წერილში.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის მერიას სამი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული:
- შპს „ერ ტე დეს“ ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა (ღირებულება 9 017 950 ლარი);
- შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპს“ გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა (ღირებულება 13 028 880 ლარი);
- შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპს“ სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა (ღირებულება 9 201 870 ლარი).
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო. თბილისის მერია აცხადებდა, რომ სამუშაოები 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. „სამუშაოები დღე და ღამე მიმდინარეობს და დათქმულ ვადაში დასრულდება“, - თქვა ქალაქის მერმა, კახა კალაძემ 23 ოქტომბერს.
თბილისის მერიაში დღესაც აცხადებენ, რომ „კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაწყვეტა ვადებზე არ იმოქმედებს და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში სრულად აღდგება“.
15 იანვარს, მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების მიზნით, ახალი კომპანიის შესარჩევად, 17,7 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. მერია სამუშაოების დასრულებას ორ კვირაში ითხოვს.