საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. როგორც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების პოზიცია უცვლელია - ისინი მიიჩნევენ, რომ გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„ეს შეარიგებს საზოგადოებას, თავიდან აგვარიდებს შემდგომ ესკალაციას. ამ გადაწყვეტილების გაწელვა, „ქართული ოცნების“ მიერ თავის მოკატუნება, ვითომ ქვეყანაში არაფერი ხდება, მხოლოდ და მხოლოდ დაამძიმებს ვითარებას. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, როგორ განვმუხტოთ ეს სიტუაცია და განმუხტვის ერთადერთი გზა არის შეთანხმება ახალი არჩევნების ჩატარებაზე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ოპოზიციის ლიდერების თქმით, ხელახალი არჩევნების გარდა, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ისაუბრეს აქციების ფარგლებში უკანონოდ დაკავებულებისა და მომიტინგეების მიმართ ძალადობის შესახებ, ასევე სანქციებზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ რანგის ვიზიტი, ძალიან ფართო დელეგაციაა. სრული მხარდაჭერაა ქართველი ხალხის მიმართ. საუბარი იყო იმაზე, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მათი მხრიდან. პერსონალური სანქციების გარდა, არის სისხლის სამართლის პროცესები, რაც შეიძლება დაიწყოს. ევროკავშირს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ ევროპიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს იმისთვის, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ. ყველა აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის ამ უწყვეტი პროტესტით. ყველას მივმართავ, დღესაც მოდით რუსთაველზე, რათა მათ თავისი თვალით ნახონ, როგორ ვიკრიბებით ყოველდღე“, - განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა გაკეთებული განცხადებებისა და მიღებული რეზოლუციებისთვის, თუმცა, აღნიშნა, რომ საჭიროა მათი აღსრულება.
„მომდევნო დღეები, კვირები, თვეები მნიშვნელოვნად განსაზღვავს ამ სახელმწიფოს ბედს მინიმუმ 10-15 წლით. ამიტომ აქ საუბრის სივრცე და დრო ნაკლები დარჩა. მხოლოდ ფურცელზე დატანილი ხელმოწერა ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს კრიზისი გადაილახოს. კრიზისი გადალახვადია იმ შემთხვევაში, თუ მძიმე, კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება აღსრულებეული. ვგულისხმობ, დიახაც, სანქცირებასაც“, - განაცხადა მელიამ.
პარტიის „გახარია -საქართველოსთვის“ წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, არის სივრცეები, სადაც ევროკავშირს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია და ასეთია მაღლი თანამდებობის პირებისთვის ვიზების შეზღუდვა. ცქიტიშვილმაც აღნიშნა, რომ „ის, რაც დემოკრატიის ეროზიითა და მოპარული არჩევნებით გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლებელია მხოლოდ ისევ არჩევნებით გასწორდეს“.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩნსკიც.
ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებსაც შეხვდებიან.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან რასა იუკნევიჩიანე, ნატალი ლუაზო, ბერნარ გუეტა, მიხალ შტერბა, ტობიას კრემარი და რეინეიარ ვან ლანშს-ჰოტი. ამ უკანასკნელის თქმით, ისინი საქართველოში ფაქტების დამდგენი მისიით იმყოფებიან.