ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი მოქალაქიდან ერთის, 25 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ განაცხადა. ექიმის თქმით, პაციენტი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„კლინიკაში ამჟამად 25 წლის მამაკაცი რჩება, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა, აღენიშნება ღია ქალატვინისა და გულ-მკერდის დაზიანება. პაციენტი არის უგონო მდგომარეობაში, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არის აპარატულ სუნთქვაზე“, - განაცხადა კორძახიამ.
„ნიუ ჰოსპიტალში“ წუხელ გადაყვანილი კიდევ ორი დაშავებულიდან ერთ-ერთი 12 წლის ბავშვი იყო. ექიმის ინფორმაციით, არასრულწლოვანი დილით ბინაზე გაწერეს. მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა მეორე დაშავებულს.
ორთაჭალაში, ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე 9-სართულიან კორპუსში, სადაც 100-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქება გვიან ღამით მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
კორპუსის მცხოვრებლების თქმით, აფეთქება მეოთხე სართულზე მოხდა და ის, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, მუნიციპალური ლაბორატორია დაადგენს, კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია თუ არა.
