თბილისში ფორუმზე აზერბაიჯანის, სომხეთის და მონტენეგროს პრემიერები იმყოფებიან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოში სომხეთის, აზერბაიჯანის და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები იმყოფებიან. „2015 წლის შემდეგ უკვე მეოთხედ ხდება, რომ ჩვენ ამ მნიშვნელოვან შეკრებას ვმასპინძლობთ თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ კიდევ ერთხელ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ფორუმს თითქმის 2300 სტუმარი ესწრება 63 ქვეყნიდან, მათ შორის არიან მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, გენერალური დირექტორები, ზედა რგოლის მენეჯერები, რომლებიც 250-მდე კომპანიას წარმოადგენენ.

„2015 წლის შემდეგ უკვე მეოთხედ ხდება, რომ ჩვენ ამ მნიშვნელოვან შეკრებას ვმასპინძლობთ თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ კიდევ ერთხელ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა. აბრეშუმის გზის მნიშვნელობა, როგორც ისტორიულად, ისე ამჟამად, უბრალოდ სცდება მხოლოდ სავაჭრო გზის მნიშვნელობას და ამ უძველესმა გზამ ხელი შეუწყო ფაიფურის გადატანას ქვეყნიდან ქვეყანაში, ასევე ჩაის კულტურის აყვავებას და ევროპასა და აზიას შორის სასიცოცხლო კავშირს.

ამ გზამ დააკავშირა დასავლური და აღმოსავლური კულტურები და ასევე გამტარი ფუნქცია შეასრულა ინოვაციებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. მართლაც უდავოა, რომ ჩვენ ისტორიული კავშირი გვაქვს აბრეშუმის გზასთან. მანამდე, ვიდრე ეს გზა დასავლეთს მიაღწევდა, ის გავიდა საქართველოს მრავალფეროვან რელიეფზე და ასევე ის აღწერილია ბერძენი ისტორიკოსების მიერ, როგორც სავაჭრო ქსელისთვის მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასტურდება არქეოლოგიური მტკიცებულებებით, როგორიც არის ჩინური ფაიფურის ნატეხები დმანისში და ასევე ჩინური მონეტა, რომელიც 1200 წელზე მეტი ხნით თარიღდება და რომელიც აღმოჩენილია მცხეთიჯვარში.

პრეისტორიული პერიოდიდან მოყოლებული მცხეთა, საქართველოს უძველესი დედაქალაქი, მართლაც უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური კავშირის ადგილი იყო, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა კავკასიის ძირითადი მარშრუტები. აბრეშუმის გზა უდიდეს როლს ასრულებდა და რა თქმა უნდა, ეს ასევე ხელს უწყობდა უფრო მეტი კავშირების დამყარებას ფართო სამყაროსთან. ამ საერთო მოცემულობაში, ის რელიგიები, ადათ-წესები, ტრადიციები, რომლებიც არსებობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებში ერთიანდება ამ ადგილას, რასაც ჩვენ ამაყად ვუწოდებთ საქართველოს. 9 წლის წინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მე გავაცნობიერე აბრეშუმის გზის მნიშვნელობა და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა მისი პოტენციალის ათვისებისთვის. სულ რაღაც 1 წელიწადში, 2015 წელს, ჩვენ პირველი „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გავმართეთ თბილისში და ამის შემდეგ, ჩვენ უკვე უწყვეტად განვაგრძობთ ამ ტრადიციას და ეჭვგარეშეა, რომ საქართველო მართლაც გახდა აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ურთიერთობის განუყოფელი ნაწილი“, -  განაცხადა პრემიერმა.

ფორუმი წელს ფოკუსირებულია ვაჭრობის ხელშეწყობაზე, ელექტრონული კომერციის განვითარებაზე, ციფრულ კომუნიკაციებზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკაზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.