კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის მეექვსე ნომრად წარადგინა, თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან 25 სექტემბერს, რეჟისორ გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„არ მახსენდება, თუ მახსენდება, ერთი ან ორი შემთხვევა, როდესაც საიუბილეო ღონისძიებაზე სცენაზე ავსულვარ და სიტყვით გამოვსულვარ. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს არის ზედმეტი, არაადეკვატური და უადგილო, მაგრამ დღეს, ამ სცენაზე ვარ, რადგან უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს.
თავიდან, სიურპრიზად, ელდა მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, რა უნდა ვაკეთო პარლამენტში და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა მოხულიგნოს, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს, ეს ხანდახან პრობლემაა, ვნახავთ. მარტო თქვენს სფეროში არ არიან მსახიობები და რეჟისორები. მე სადაც ვარ, იქ მსახიობად ვმუშაობ. დამიბარეს, მივდივარ და როლიც გაირკვევა, რა მაქვს მონიჭებული“, - თქვა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას 2021 წლის მარტიდან იკავებს. მანამდე, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ის პარლამენტის წევრი გახდა და მინისტრად დანიშვნამდე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. წულუკიანი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში 2012 წელსაც იყო, თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემდგომ საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.
საპარლამენტო აჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება, საარჩევნო სიების რეგისტრაციის ვადა კი დღეს იწურება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შემდეგ, მინისტრები დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ.
