თერჯოლაში კაცმა ყოფილ ცოლს, მაღაზიაში, სადაც ის მენეჯერად მუშაობდა, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალი ადგილზე დაიღუპა. ცოლ-ქმარი რამდენიმე წლის დაშორებული იყვნენ. ქმრის მიმართ პოლიციას შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. მკვლელობა 24 ნოემბერს, საღამოს მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
მძიმეა კაცის მდგომარეობაც, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„პაციენტი შემოიყვანეს უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში. იყო სხეულის 60-70%-იანი დამწვრობა, მე-3 -მე-4 ხარისხის. პაციენტი სედაციის ქვეშ დაინტუბირდა, კონსულტირებულია ქირურგისა და რეანიმატოლოგის მიერ და აყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - თქვა ექიმმა თინათინ ჩაფიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2022 წლის პირველ ათ თვეში 16 ქალი მოკლეს.
2021 წელს 22 ქალი მოკლეს. 11 შემთხვევა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი, ხოლო 11 შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის სხვა მოტივი გამოიკვეთა. გასულ წელს რეგისტრირებულია 31 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, საიდანაც 16 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი, ხოლო 15 შემთხვევა - სხვა მოტივით.
სტატისტიკის თანახმად, წინა წლების მსგავსად, ქალების მკვლელობის ან ფემიციდის მცდელობის შემთხვევების კლების ტენდენცია არ შეინიშნება. წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის შემთხვევების რაოდენობა. ასევე, გაზრდილია ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტები.
