სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მკვიდრი, ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცისკარა ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.
„ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“ საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფს კონფლიქტის ზონაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვა გავლენიან ლიდერთან“, - განაცხადეს სუს-ში.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 12 ნოემბერს, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ბრალდებით უკრაინაში დააკავეს ცისკარა ტოხოსაშვილის უმცროსი ძმა ცეზარ ტოხოსაშვილი - „ისლამური სახელმწიფოს“ ემირი ალ-ბარა შიშანი. მისი ექტრადირება 2020 წელს მოხდა და სასჯელს საქართველოში იხდის.
პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, 2012-2019 წლებში სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 34 პანკისელი ემსხვერპლა.
