თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და თეთრიწყაროსა და წალკის 30 საარჩევნო უბნის (ელექტრონული) შედეგები ბათილად ცნო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
დღეს გამართულ სხდომაზე, სასამართლომ მოსარჩელეების - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მომავლის აკადემიისა და ღია სივრცე კავკასიის შაუმდგომლობის გათვალისწინებით, შემთხვევითი შერჩევით შეამოწმა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია.
მოსამართლემ ასევე მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი. სასამართლო სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ აპარატში ბიულეტენების მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.
„ყველასთვის ცნობილია და სასამართლო სხდომის დარბაზშიც ნახეთ, რომ საარჩევნო უბნებზე ხმების ფარულობა დაცული ვერ იყო. არ უნდა არსებობდეს რაიმე, თეორიული შანსიც კი, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არის ხელისუფლების წყარო, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების წყარო, მან გარანტირებულად უნდა იცოდეს, ყოველგვარი საფრთხის შეფასების და სხვა მანიპულაციების გარეშე, რომ მისი არჩევანი იქნება თავისუფალი, ფარული და თავისუფალი ნების გამოხატვა მოუწევს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ფარულობასთან დაკავშირებით და
სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სხდომაზე ჩატარებული მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის, ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა.
რაც შეეხება წალკის საოლქო კომისიას, სასამართლომ დაადგინა, რომ იყო უმძიმესი დარღვევები, როგორიც არის საჩივრის არგატარება შესაბამისი წესით, ასევე, დადასტურებულ იქნა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, ორი პირის შესვლა, ხელშეშლა დამკვირვებლებისთვის. სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესის მიმართ არ არის თავისუფალი და შესაბამისად, ყველა შედეგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი“, - განაცხადა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.
„საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი - ისიც არ დავივიწყოთ, რომ ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ამ ქვეყანაში. თავდაცვაში, პოლიციაში თუ რიგით მოქალაქეთა შორის არიან ის პიროვნებები, რომლებიც საქართველოს ოდიდან ქმნიდნენ. დღეს ყველანი ერთად ქმნიან უზარმაზარ ძალას, რომელიც ქვეყანას იცავს და დაიცავს მარად“, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას.
თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებას საარჩევნო ადმინისტრაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გასულ კვირაში 73 საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა საჩივრებით და 2263 საარჩენო უბნის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ არჩევნებზე ხმის ფარულობის კონსტიტუციური უფლება მასობრივად დაირღვა - ბიულეტენების უკანა მხარეს გაფერადებული წრის კვალი რჩებოდა და ხილვადი იყო. გარდა ამისა, თითქმის ყველა უბანზე დამონტაჟებული იყო „ქართული ოცნების“ ვიდეოკამერები, რომელიც მიმართული იყო ხმის მთვლელი/მიმღები აპარატისკენ. 73 საოლქო საარჩევნო კომისიიდან საიას საჩივარი არცერთმა არ დააკმაყოფილა. მათ პასუხისმგებლობა ამომრჩეველზე გადაიტანეს და განაცხადეს, რომ შესაბამისი წესების დაცვის შემთხვევაში ხმის ფარულობა დაცული იქნებოდა. კომისიების გადაწყვეტილებები საიამ 24 რაიონულ და საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.