ტყიბულის ქვანახშირის ერთ-ერთ შახტში მეშახტე დაიღუპა

ტყიბულში, „ძიძიგურის“ სახელობის შახტში, ეშახტე დაიღუპა. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კომპანია „საქნახშირის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „საქართველოს ამბებს“ განუცხადეს, რომ დეტალების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ფლობენ. მათი თქმით, მეშახტის დაღუპვის მიზეზი აფეთქება არ ყოფილა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ჭიათურელმა მაღაროელებმა გაავრცელეს.

„იმისთვის, რომ მსგავსი ფატალური შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს, აუცილებელია ყველა საწარმოში, განსაკუთრებით კი შახტებსა და მაღაროებში, შრომის უსაფრთხოების სტანდარტები იყოს მაქსიმალურად დაცული. ასევე საჭიროა, რომ შესაბამისმა უწყებებმა რეგულარულად და ეფექტურად განახორციელონ კონტროლი“, - წერია „მაღაროელის“ Facebook-გვერდზე.

შპს „საქნახშირი“. საქართველოში ქვანახშირს მომპოვებელი ერტადერთი კომპანიაა. 2019 წლიდან მისი 100%-იანი მესაკუთრეა შპს „სტილ ინტერნეშენალ ტრეიდინგ კომპანი“. კომპანია ტყიბულში „მინდელის“ და „ძიძიგურის“ სახელობის შახტებს ამუშავებს.  

2018 წლის 5 აპრილს,„მინდელის“ შახტში აფეთქების შედეგად, 6 მეშახტე დაიღუპა, 3 - დაშავდა;

2018 წლის 2 ივნისს, „საქნახშირის“ ლიცენზიის ფარგლებში მოქმედ კერძო შახტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, უჰაერობის შედეგად 2 მუშა გარდაიცვალა;

2018 წლის 16 ივლისს, „მინდელის“ შახტის ერთ-ერთ უბანში, მეთანის აფეთქების შედეგად ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი შაშავდა;

2019 წლის 27 მაისს,  მიწისა და ქვანახშირის მასის ქვეშ გარდაცვლილი იპოვეს „საქნახშირის“ თანამშრომელი;

2021 წლის 27 ნოემბერს ტყიბულში, კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტში ქვანახშირის ფენა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა. 65 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა; 

2022 წლის 30 იანვარს, „მინდელის“ შახტში 1 მეშახტე დაიღუპა, 8 კი დაშავდა.

ამ თემაზე: სიკვდილის ქალაქი

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.