გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა კით კელოგმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინა, განაცხადა, რომ მიზნად ისახავს რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი ტრამპის ინაუგურაციიდან 100 დღეში გადაწყვიტოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
Fox News-სთან ინტერვიუში კელოგმა თქვა, რომ ტრამპს სურს ომი რაც შეუძლია სწრაფად დაასრულოს.
„როდესაც უყურებთ ზიანს, როცა უყურებთ რა ხდება უკრაინაში, მხოლოდ მსხვერპლია უზარმაზარი – რუსების მსხვერპლი, უკრაინელების მსხვერპლი, ქალაქებისთვის მიყენებული ზიანი. ეს არის ომი, რომელიც უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, რომ ის [ტრამპი] ამას უახლოეს პერიოდში შეძლებს. მე ნამდვილად მაქვს დიდი რწმენა, რომ მას აქვს უნარი, მიაღწიოს პოზიციას, სადაც ეს ომი რეალურად დასრულებული იქნება.
ვფიქრობ, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ის არ ცდილობს რაიმე მისცეს პუტინს ან რუსებს. ის რეალურად ცდილობს უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის გადარჩენას. ის დარწმუნდება, რომ ეს იქნება თანასწორი და სამართლიანი. ეს მან არაერთხელ თქვა“, - განაცხადა კელოგმა.
გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტის თქმით, „ყველაზე დიდი შეცდომა“, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაუშვა, არის „ის ფაქტი, რომ ის არასოდეს ყოფილა პუტინთან რაიმე საუბარში ჩართული“ და დასძინა, რომ ტრამპი „ერთნაირად ესაუბრება მოწინააღმდეგეებს და მოკავშირეებს“.
„ის დაელაპარაკება პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის. ვფიქრობ, ისინი უახლოეს პერიოდში მივლენ გამოსავალამდე. როდესაც ვამბობ უახლოეს პერიოდში, მსურს დავისახო მიზანი პიროვნულ და პროფესიულ დონეზე. ვიტყოდი, მოდით დავისახოთ ასი დღე და უკან დავიხიოთ, თუ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება უახლოეს მომავალში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს გამოსავალი იქნება გრძელვადიანი, მდგრადი და რომ ეს ომი დამთავრდება ისე, რომ ჩვენ შევაჩეროთ ხოცვა-ჟლეტა“, - თქვა კელოგმა და დასძინა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ისე ევროპისთვის.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისი დაპირება იყო, რომ არჩევის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას 24 საათში შეძლებდა. მას არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებდა ამის მიღწევას.