აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ უოლცი იქნება. 50 წლის უოლცი ავღანეთის ომის ვეტერანი და ტრამპის დიდი ხნის მხარდამჭერია. იგი ცნობილია როგორც ჩინეთის საგარეო პოლიტიკის კრიტიკოსი. ის ასევე იზიარებს არჩეული პრეზიდენტის პოზიციებს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. მაიკ უოლცმა ხელი მოაწერა კონგრესმენთა ანგარიშს, სადაც ბიძინა ივანიშვილი „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირედ“ არის მოხსენიებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
2020 წელს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა ანგარიში სახელწოდებით „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“. დოკუმენტში, რომელსაც ხელს 13 კონგრესმენი, მათ შორის, ჯო უილსონი და მაიკ უოლციც აწერენ, ნათქვამია, რომ სანქციები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ქვეყნებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელით მოქმედ რუსეთის მარიონეტებზე. ასეთებად დასახელებული იყვნენ რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და პრორუსი უკრაინელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი.
„ამჟამინდელი სანქციები საკმარისად არ ეხება პუტინის უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს. ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სახელით საქართველოს დესტაბილიზაციაში მონაწილეობს“, - ნათქვამი იყო ანგარიშში.
გასულ კვირაში მაიკ უოლცი ფლორიდიდან წარმომადგენელთა პალატის წევრად ხელახლა აირჩიეს, თუმცა თეთრ სახლში მსახურობისთვის მას თანამდებობის დატოვება მოუწევს.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტი ტრამპი მენდობა, ვიმსახურო მის კაბინეტში, როგორც მისი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი. არ არსებობს უფრო მაღალი მოწოდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ღირებულებების, ყველა ამერიკელის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვა“, - დაწერა უოლცმა პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპთან და მის გუნდთან ერთად, დაუპირისპირდება დღევანდელი მსოფლიოს ცვალებად გამოწვევებს და მტკიცედ დადგება მათ წინააღმდეგ, ვინც ზიანს აყენებს ამერიკის „ცხოვრების წესს“.
„ჩვენი ქვეყანა იმსახურებს გაბედულ, ურყევ ლიდერობას და ის [ტრამპი] სწორედ ამას უზრუნველყოფს. ამერიკა ახლოს შეინარჩუნებს მოკავშირეებს, ჩვენ არ შეგვეშინდება მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირების და ინვესტიციას ჩავდებთ ტექნოლოგიებში, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს. ამერიკის ყველაზე დიდი ძალა არის მისი მზარდი ეკონომიკა და ჩვენი ენერგეტიკული დომინირება. ეს ინსტრუმენტები ომებს აგვარიდებს და საშუალებას მოგვცემს კვლავ ლიდერები ვიყოთ ძლიერი პოზიციიდან “, - განაცხადა უოლცმა.
BBC-ის თანახმად, მაიკ უოლცს ნათქვამი აქვს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, თუმცა ბოლო კვირებში ის ემხრობოდა სამხედრო ძალისხმევისთვის აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარების ხარჯების გადახედვას. უოლცის თქმით, ნატოს მოკავშირეებმა უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.
