ტრამპს ექნება მაქსიმალური ზეწოლა ირანზე და ირანის მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმზე - უილსონი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„დონალდ ტრამპის პოლიტიკა ძალიან მკაფიოა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებს ტყუილს, რომ ტრამპი მათ აპატიებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანის რეჟიმთან თანამშრომლობას, მაგრამ ეს არაა სიმართლე. ტრამპს სჯერა მაქსიმალური ზეწოლის, განსაკუთრებით ირანის რეჟიმზე, ის არ დაივიწყებს იმ გეგმებს, რაც მათ ჰქონდათ მისი მკვლელობის შესახებ. იქნება მაქსიმალური ზეწოლა ირანის რეჟიმზე და დამატებით, მის მოკავშირეებზე, როგორიცაა ივანიშვილის რეჟიმი“, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ჰადსონის ინსტიტუტის მიერ საქართველოს საკითხზე გამართული დისკუსიის დროს კონგრესმენმა თქვა, რომ სჯერა, ტრამპის ადმინისტრაციის, კერძოდ, კი სახელმწიფო მდივნად მარკ რუბიოს მუშაობის პირობებში „ქართული ოცნების“ მიმართ სანქციები გაიზრდება.

„სახელმწიფო მდივანი რუბიო, მისი ოჯახი გამოექცა წარუმატებელ საბჭოთა იმპერიას, რომელსაც დიქტატურა ჰქონდა კუბაში“, - აღნიშნა უილსონმა.

ჯო უილსონის თქმით, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სურს საქართველოს დიქტატორი იყო, ომის დამნაშავე პუტინის, ჩინეთის კომუნისტური პარტიის და თეირანის რეჟიმის მარიონეტია.

„ის იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო დამპყრობლების გავლენის ქვეშ მოექცეს. ეს მარიონეტული პრემიერ-მინისტრი [ირაკლი კობახიძე] წავიდა თეირანში მკვლელ რეჟიმთან შესახვედრად სწორედ იმ დროს, როდესაც რეჟიმი გეგმავდა დონალდ ტრამპის მკვლელობას.

ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან გააფრომა კონტრაქტი მთავარი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაზე, მიუხედავად ევროკავშირისა და შეერთებული შტატების შეთავაზებებისა.

ის ცდილობს გაყიდოს საქართველო და ქართველი ხალხი თავისი დიქტატურის საკეთილდღეოდ, რომელიც ნარჩუნდება იარაღის მმართველობით და არა კანონის უზენაესობის გზით დემოკრატიით, მაშინ, როდესაც ომის დამნაშავე პუტინი აგრძელებს თავის ძალისხმევას წარუმატებელი საბჭოთა კავშირის ხელახლა შესაქმნელად.

ქართველ ხალხს თავისუფლება სურს. ისინი ამას კვლავ და კვლავ აჩვენებენ, 40 დღეზე მეტია მართავენ საპროტესტო აქციას მარტივი მოთხოვნით - ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა ჯო უილსონმა.

რესპუბლიკელი კონგრესმენის თქმით, კონგრესში მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი - „მეგობარი აქტი“ მოითხოვს, განხილული იქნეს „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საკითხი. ამავე დროს, ის მოიცავს დემოკრატიისა და თავისუფლების კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ შეერთებული შტატები საქართველოსთან ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს.

ჯო უილსონმა „ქართული ოცნების არ აღიარების აქტზეც“ ისაუბრა და თქვა, რომ ის აშშ-ს უკრძალავს აღიაროს „ივანიშვილის რეჟიმი“ და სალომე ზურაბიშვილს ცნობს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მანამ, სანამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.

„ამერიკას აქვს ტირანული და არალეგიტიმური რეჟიმების არ აღიარების ხანგრძლივი ტრადიცია.

ეს დაიწყო 1940 წელს ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი მათ შესაძლებლობაზე, ყოფილიყვნენ ისეთი თავისუფლები, როგორებიც არიან დღეს. შეერთებული შტატები ასევე არ აღიარებს პუტინის მიერ უკრაინის ყირიმის და საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. „ასადის რეჟიმის არანორმალიზაციის აქტის“ წყალობით, შეერთებულმა შტატებმა არ აღიარა ასადის რეჟიმი. ამ წარმატებებზეა დაფუძნებული „ქართულიკოშმარის არაღიარების აქტი“, - აღნიშნა კონგრესმენმა უილსონმა.

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება, რის შემდეგაც მისი ადმინისტრაცია ოფიციალურად შეუდგება მუშაობას. „ქართული ოცნების“ ლიდერები იმედებს სწორედ ამ თარიღზე ამყარებენ და მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ აშშ-ის ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვლება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.