საპარლამენტო არჩევნების წინ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
განკარგულების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს დაცვა დაენიშნა „პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე“. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი პირები ნუსხაში არ არის. თუმცა, მთავრობის 2020 წლის დადგენილების მიხედვით, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვა შეიძლება დაენიშნოს სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს, აგრეთვე მის ოჯახის წევრებს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
ცესკოში აცხადებენ, რომ ეს წინასაარჩევნო პრაქტიკაა და დაცვა ცესკოს ყველა თავმჯდომარეს ენიშნებოდა.
