წილოსანი სამხედრო სწავლების გადადებაზე: „ეს გადაწყვეტილება აშშ-საც საკმაოდ აზიანებს“

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ საქართველოში სამხედრო სწავლების ჩატარების გადადების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება გასაკვირი იყო და ის აშშ-საც „საკმაოდ აზიანებს“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ამას პოზიტიურად ნამდვილად ვერ შევაფასებთ. თუმცა, მინდა, ასევე ვთქვა, რომ ეს წვრთნები ცალმხრივი ინტერესის არ არის.

რა თქმა უნდა, ქართულ სამხედრო ძალებს მსგავსი აქტივობები კონკრეტულ ბენეფიტებს აძლევს, მაგრამ ეს წვრთნები ყოველთვის ორმხრივი ინტერესის ფარგლებში ტარდებოდა და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მეორე მხარესაც საკმაოდ აზიანებს.

„რეალობა არის ის, რომ ეს პერიოდი არის გარკვეული მოცემულობების გადააზრების საშუალება და დრო. ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ ჩვენ პარტნიორებისგან ურთიერთობების „დარესტარტებას“, ანუ ახლებურად დაწყებას ველით, უკეთესი მოცემულობებითა და პირობებით. ვისურვებდი და დავიტოვებდი იმედს, რომ საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება“, - აღნიშნა წილოსანმა.

„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობის მიერ ერთობლივად მართული სამხედრო სწავლებაა, რომელსაც საქართველოში ვაზიანისა და ნორიოს საწვრთნელი ბაზები 2016 წლიდან მასპინძლობდა. თინა ხიდაშელი, 2015-2016 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, „ღირსეულ პარტნიორს“ ქართულ-ამერიკული სამხედრო ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტს უწოდებს.

„ამ კომპონენტის მოშალა ან შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ანალოგიური წესი გავრცელდება სამხედრო თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზე და ეს კატასტროფა იქნება ქართული ჯარისთვის. ამას აუცილებლად ექნება თოვლის გუნდის ეფექტი ნატოს წევრ ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაშიც და მაშინ დავრჩებით რუსეთის, ჩინეთის ამარა. ატაროს მერე ირაკლი კობახიძემ წვრთნები და მიესალმოს ქართულ ჯარს ჩინეთის განმათავისუფლებელ არმიასთან ერთად“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

„ღირსეული პარტნიორი“ 25 ივლისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა 5 ივლისს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მისი გაურკვეველი ვადით გადადება გადაწყვიტეს. „გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა სუბიექტების მიმართ, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას აიძულებენ, რათა უკრაინაზე ზეწოლა შემსუბუქდეს, ასევე მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში“, - განმარტეს პენტაგონში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).