არალეგიტიმური პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „ამაზრზენი“ უწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ერთობლივ კრიტიკულ განცხადებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მოჰყვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ მუშაობ, სიტყვა „საგარეო“ კი არ უნდა იყოს შენთვის მთავარი, არამედ საკუთარი! საკუთარი ქვეყანა უნდა იყოს მთავარი!
ერთი, მელიას გამო გახარიას გადადგომა იყო სრულიად ამაზრზენი და მეორე, საკუთარი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ, ვითომ ევროკავშირს შეფიცული დიპლომატები. ამ ფარსის შემდეგ, უფრო დამაჯერებლები იქნებით, თუ დატოვებთ თანამდებობებს და თქვენს მთავარ ღირებულებებზე დაფიქრდებით“, - დაწერა წილოსანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში.
ამ დროისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 100-ზე მეტი თანამშრომელი აწერს ხელს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღება, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.
გარდა ამისა, დიპლომატები მიიჩნევენ, რომ ეს გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე კი საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო და უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე.
„მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან“, - აცხადებენ საგარეო უწყების მოქმედი თანამშრომლები.
გუშინ, 28 ნოემბერს, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას გააცნო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. კობახიძის თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს და უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება „საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის“ დასმულ წერტილად შეაფასა და თქვა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა. კობახიძის ამ განცხადებას თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომელიც საპოლიციო ძალებმა დაარბიეს.
