„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ბრიფინგზე გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც მათი და ორი სხვა მსხვილი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 3 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
- 4 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 5 აშშ-ის სანქციების შემდეგ რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ყიდის
- 6 „წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო“ – კუპრაძე „ლელოს“ აკრძალვის შესახებ სარჩელზე
„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. რუსულ რეჟიმს, რომელსაც აქვს დავალება, რომ ამ ქვეყანაში გააქროს პროდასავლური სახალხო ოპოზიციური ხმა, მათ შორის, „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ სახით, ჩვენთვის ეს არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად მოვუძებნით წინააღმდეგობის გზას“, - თქვა პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.
კუპრაძის შეფასებით, პროდასავლური ოპოზიციის აკრძალვა გადამწყვეტი დარტყმაა დემოკრატიაზე.
„ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგობა რუსული რეჟიმისა და „ქართული ოცნების“ პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ კრიზისიდან.
„ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს მოუწევთ აუცილებლად პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები.
ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული გამარჯვება, რასაც იმსახურებენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი - ეს არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულება და ამ ბრძოლაში ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, სტრატეგიული წინააღმდეგობის ყველა სტრატეგიულ ხაზს, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე“, - თქვა ბრიფინგზე ირაკლი კუპრაძემ.
„ქართული ოცნება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვს.
საკონსტიტუციო სარჩელში არ მოხვდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ იმის გამო, რომ ის დღეს, 28 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის საქმიანობას შეუერთდა.
ამასთან, „ქართული ოცნება“ აკრძალვით ემუქრება ისეთ პოლიტიკურ პარტიებსაც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია - დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“ და „რესპუბლიკური პარტია“. პაპუაშვილის თქმით, „ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება“.
„ქართული ოცნების“ სარჩელი არ შეიცავს საკრებულეობში „ლელოს“ 59 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის და არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნებს.
