რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დროა საქართველომ მიიღოს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არსებული რეალობა და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ სუვერენიტეტი აღიაროს. ასე გამოეხმაურნენ ცხინვალში „ქართული ოცნების“ განცხადებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა და სექსუალურად იძალადა“ - კახეთის პოლიციამ 5 პირი დააკავა
- 2 სამტრედიაში ნიკა მელიას თავს დაესხნენ
- 3 კობახიძემ დააკონკრეტა რომელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს „ქართული ოცნება“
- 4 შოვის სტიქიაზე ახალი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ლაშა სუხიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
- 5 გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა აგვისტოს ომზე „ქართული ოცნების“ განცხადება გაიმეორა
- 6 მწვერვალ შხელდაზე დაღუპული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი იპოვეს
„საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ქართველი პოლიტიკოსების ბაგეებიდან სულ უფრო ხშირად ისმის სხვადასხვა დეკლარაციული განცხადებები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით.
გამონაკლისი არც საქართველოს მმართველი პარტიაა, რომელიც ამომრჩევლისთვის ბრძოლაში ე.წ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით სპეკულირებს. აშკარაა, რომ მსგავსი განცხადებები გამიზნულია მხოლოდ შიდა მომხმარებლისთვის და სრულად ასახავს საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის ემოციებს.
საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ ოფიციალურმა თბილისმა მიიღოს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არსებული რეალობა და აღიაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი“, - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
20 აგვისტოს, საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ დაასახელა მიზეზები, თუ რატომ სურს „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის, ანუ 113 მანდატის მოპოვება. ერთ-ერთი მიზეზი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს უკავშირდება.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარშემო მოვლენები ძალზე დინამიურად ვითარდება, ამგვარი მოცემულობისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ.
მანამდე, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველო გადის „ერთგვარ მოსეს გზას“, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს „აღთქმულ მიწამდე“. „ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა კობახიძემ.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი საპასუხოდ ამბობს, რომ „სამხრეთ ოსეთი დიდი ხანია ჩამოყალიბდა მოკავშირეების არჩევანში“ და მათი გზა რუსეთთან ინტეგრაციაა.