ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა თბილისს გადასცა საქართველოს მოქალაქე ვასილ სალამაშვილი, რომელიც ე.წ. საზღვრის დარღვევის მიზეზით გუშინ, 24 სექტემბერს, უკანონოდ დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
როგორც ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში განაცხადეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში მცხოვრები 43 წლის მამაკაცის დაკავება ლენინგორის [ოკუპირებული ახალგორი] რაიონის სოფელ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
„იმის გამო, რომ სამართალდამრღვევს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა გადაწყვიტა მისი ქართული მხარისთვის გადაცემა დაჯარიმების გარეშე“, - განაცხადეს დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, 24 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ. მანამდე, 19 სექტემბერს, ერთი ადამიანი დააკავეს სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ, ორი კი 17 სექტემბერს, მეჯვრისხევთან. ამ მონაცემებით, დღეისათვის ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს სულ მცირე 11 მოქალაქე იმყოფება.
