„ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პროკურატურას მიმართავს და კომისიის სხდომაზე „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გამოუცხადებლობაზე რეაგირებას მოითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 კობახიძე მაღაროელების პროტესტზე: რთულია კერძო ბიზნესს ხელფასების გადახდა მოსთხოვო
- 3 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 4 რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს
- 5 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 6 კობახიძე: აქედანვე შემიძლია გითხრათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მოვიგებთ
„ბატონმა მამუკამ თავისი Facebook-პოსტიდან გამომდინარე, აღარ დაგვიტოვა არანაირი კითხვის ნიშანიც კი, აპირდებდა დღეს მოსვლას თუ არ აპირებდა, ხომ არ მოიცლის ხვალ, ხომ არ მოიცლის ორ დღეში, ხომ არ მოიცლის ორ კვირაში და ხომ არ გამოცხადდება მანამ, სანამ კომისია მუშაობას დაასრულებს. [...] ბევრჯერ განვაცხადე, ბევრჯერ ვიმეორებ და როგორც ჩანს, მან მაინც ვერ გაიგო, იმედი მაქვს, რომ სხვები გაიგებენ: ჩვენ აქ ნამდვილად არ გვცალია იმდენი, რომ ხუმრობით ვიყოთ დაკავებული“, – განაცხადა წულუკიანმა.
სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა დასჯადი ქმედებაა.
„იქ არის საკმაოდ მძიმე სასჯელები, მათ შორის, ერთ წლამდე პატიმრობაც მხოლოდ იმისთვის, რომ უარს იტყვი გამოცხადებაზე. [...] ამიტომაც გთხოვთ, დავაყენოთ კენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე, ჩვენი კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის და უკვე ცალსახად, უარის თქმის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე გადაეგზავნოს პროკურატურას შემდგომი რეგირებისათვის“, - თქვა თეა წულუკიანმა.
წინადადებას მხარი დაუჭირა კომისიის ექვსივე წევრმა, რომელიც დღევანდელ სხდომას ესწერება, რის შემდეგაც წულუკიანმა სამდივნოს დაავალა, პროკურატურისთვის ხაზარაძის საქმის დღესვე გადასაგზავნად დოკუმენტები მოამზადოს.
„ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისია დღევანდელ სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთ საქმეს განიხილავს და შპს „მაგნატის“ წარმომადგენლებს უსმენს. სხდომაზე „ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერი და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძეც არის დაბარებული.
როგორც წულუკიანმა თქვა, გუშინ ჯაფარიძემ უარი თქვა მისი დაბარების შესახებ გაგზავნილი წერილის ჩაბარებაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, მას სხდომაზე გამოცხადებისთვის დრო 16:00 საათამდე აქვს.
მამუკა ხაზარაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას „ცირკი“ უწოდა. მისი თქმით, ძალა, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია, არის არალეგიტიმური, ისევე როგორც მისი შექმნილი კომისია, „რომელიც ცდილობს იყოს პოლიტიკური დევნის იარაღი და ტალახში გასვაროს“ მისი სახელი. ხაზარაძე კომისიას მოუწოდებს, ჯერ დაიბაროს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წინა ხელისუფლების „მთავარი დამფინანსებელი“ იყო.
