კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაში. კომისიას, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, საკუთარ მიზნად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლა აქვს დასახელებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან. მოწვევაც მივიღე – „სიგნალში“. მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ!
ჯერ ბიძინა დაიბარეთ, როგორც მთავარი დამფინანსებელი „ნაციონალური მოძრაობის“ - ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის მერეც აფინანსებდა რეჟიმს. კარგად გამოკითხეთ, რამდენი მილიონი აქვს ჩადებული ნაცების მხარდაჭერაში.
ბიძინას შემდეგ დაიბარეთ ყველა ის „ნაცმოსამართლე“ და პროკურორი, რომლებიც მაშინაც და ახლაც ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევდნენ და შემდეგ წარმატებით გადმოაპორტირეთ „ოცნების“ რიგებში“, – წერს მამუკა ხაზარაძე Facebook-ში.
ხაზარაძის განცხადებით, ძალა, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და არცერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია, არის არალეგიტიმური, ისევე როგორც მისი შექმნილი კომისია, „რომელიც ცდილობს იყოს პოლიტიკური დევნის იარაღი და ტალახში გასვაროს“ მისი სახელი.
„სამწუხაროა, რომ „ოცნება“ ხალხზე საერთოდ არ ფიქრობს და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხალხის ინტერესებზე ზრუნვის ნაცვლად, ერთპარტიულ კომისიებს იგონებს.
აქვე ვიტყვი, მიუხედავად ბიძინას დაქვემდებარებული მურუსიძის კლანური სასამართლოს არსებობისა, არასდროს გავქცევივარ მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაშიც,
მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ. ეს პროპაგანდისტული კომისია არასერიოზული და კომიკურია!
„ოცნების“ პროპაგანდისტი ხელისუფლება ბოლო 5 წელია ცილისმწამებლურ ტყუილებს ავრცელებს ჩვენს წინააღმდეგ. სტარსბურგის სასამართლომ ჩვენი სარჩელი ჯერ კიდევ შარშან მიიღო წარმოებაში “ოცნების” მხრიდან ცილისწამებაზე. დაელოდეთ სტრასბურგის განაჩენს!“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
„ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიამ მამუკა ხაზარაძის გარდა დაიბარა „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე. დღევანდელ სხდომაზე შპს „მაგნატის“ საქმეს განიხილავენ და კომპანიის დამფუძნებელს, ჯემალ ლეონიძეს უსმენენ.
სისხლის სამართლის კოდექსით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო და შედეგად, დროებით საგამოძიებო კომისიას, თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, შეუძლია შესაბამისი ორგანოს წინაშე გამოძიების დაწყების საკითხი დასვას, თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება.
ამ თემაზე:
წულუკიანის კომისია მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს
