მოსკოვი მზადაა თბილისთან ურთიერთობები განავითაროს იმ დონემდე, სადამდეც საქართველო იქნება მზად. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
როგორც გალუზინმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის „ტურისტული კავშირები აქტიურად ვითარდება, ეკონომიკასა და ვაჭრობაში რუსეთი საქართველოს მთავარი პარტნიორია“.
„ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან დაკავშირებულია ძალიან ფართო საჰაერო მიმოსვლის ქსელით. ჩვენ უნდა განვიხილოთ საკითხი, შესაძლებელია თუ არა რუსეთს, აფხაზეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა. თუ ორმხრივი სარგებელი არსებობს, რატომაც არა?“ - დასძინა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, არ ღირს მხარეებმა უარი თქვან დიალოგზე იმ სფეროებში, სადაც ორმხრივი ინტერესი არსებობს.
„თქვენ იცით აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების სპეციფიკა და იცით საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების სპეციფიკა. ამიტომ, ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ არსებობს ორმხრივი ინტერესი, მაშინ ჩვენ უნდა ჩავერთოთ დიალოგში“, - აღნიშნა გალუზინმა.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა 12 თებერვალს, მედიას განუცხადა, რომ რუსეთი განიხილავს საქართველოსთან ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობას. მისივე თქმით, კავკასიაში სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირის გაძლიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და რუსეთის ხალხების მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან კომუნიკაცია უარყო. „თუ რაიმე სიახლე იქნება ამ მიმართულებით, ჩვენ თვითონ წარვუდგენთ შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, მათთვის „აბსოლუტურად გაუგებარია“, რატომ დადგა რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლების საკითხი დღის წესრიგში.
