თურქეთში გაიხსნა „იუსუფელის“ უდიდესი წყალსაცავი, რომლის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თურქეთში, ართვინის პროვინციაში, მდინარე ჭოროხზე მდებარე, „იუსუფელის“ წყალსაცავში დღეიდან წყლის დაგროვება დაიწყო. წყალსაცავს, რომლის კაშხლის სიმაღლე 100-სართულიანი ცათამბჯენის ტოლია (275 მეტრი), 2 მილიარდ 130 მილიონ კუბური მეტრი წლის დატევა შეუძლია. წყალსაცავი თაღოვანი კაშხლის სიდიდით თურქეთში პირველია, ხოლო მსოფლიოში მეხუთე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ქალაქ ართვინიდან 70 კილომეტრში, იუსუფელის რაიონში კაშხლისა და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2012 წლიდან მიმდინარეობდა. „იუსუფელის“ დადგმული სიმძლავრე 558 მეგავატია, წელიწადში დაახლოებით 1.9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს და თურქეთის ეკონომიკას შემოსავლის სახით 5 მილიარდ ლირას მოუტანს.

ხელოვნური წყალსაცავისა და ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ღონისძიებაში თურქეთის პრეზიდენტმა მიიღო მონაწილობა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, იუსუფელის მცხოვრებლებმა უარი თქვეს თავიანთ სახლებზე, სამსახურზე და წარსულზე, რათა ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი გამხდარიყო. თურქეთის ლიდერის განცხადებით, ახალი იუსუფელი 2698 საცხოვრებელი სახლით, სამუშაო ადგილებით, ახალაშენებული ინფრასტრუქტურით, უფრო დიდია, ვიდრე ძველი.

„ჩვენ მათთვის უფრო თანამედროვე სახლები შევიძინეთ, სამუშაო ადგილები შევქმენით და სრულიად ახალი რაიონი ავაშენეთ. ვიცით, რომ ეს არ იქნება საკმარისი ჯილდო მათ მიერ გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ. პირველ რიგში, მინდა, ჩემი და ჩემი ხალხის სახელით მადლიერება გამოვხატო იუსუფელის თითოეული მკვიდრის მიმართ ჩვენი ქვეყნისა და ერის მომავლისთვის გაღებული მსხვერპლისთვის.

ჰესი „იუსუფელის“ პოტენციალი საკმარისია იმისთვის, რომ ელექტროენერგიით 2.5 მილიონი სახლი უზრუნველყოს ან ჩვენს მიერ წარმოებული 750 ათასი ელექტრომანქანა - TOGG-ი დატვირთოს. მოკლედ, რომ ვთქვათ, თურქეთის ურთულეს გეოგრაფიულ პირობებში ჩვენ განვახორციელეთ პროექტი კაშხლით, სადგურით, ახალი დასახლებითა და გზებით, რაც ჯამში 34 მილიარდი ლირა დაჯდა. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი. 34 მილიარდი ლირა ჩვენი ეროვნული ბიუჯეტიდან.

როდესაც 11 წლის წინ საზოგადოებას 2023 წლის გეგმები გავაცანით, ზოგიერთმა დაგვცინა. მთელი ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც მუდმივად ცდილობდა ჩვენთვის ენერგიისა და დროის წართმევას, თურქეთი გასცდა რეგიონულ ლიდერობას და ახლა გლობალური მასშტაბით აქვს სათქმელი. დემოკრატია და განვითარების სტანდარტები, რაზეც 25 წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით, ახლა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „იუსუფელის“ წყალსაცავის მუშაობა მჭიდროდ იქნება დაკავშირებული „ართვინის“, „დერინერის“, „ბორჩხას“ და „მურათლის“ წყალსაცავებთან, რაც ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ელექტროენერგიის წარმოებას გაზრდის.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.