ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი, რომლიც ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა გაავრცელა. დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ჯიოშვილის ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
- 5 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 6 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ლაშა ჯიოშვილი 18 თებერვლს, დაახლოებით 23:55 საათზე, ელბაქიძის დაღმართზე აიყვანეს. ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ამ დროს ის აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.
თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ჩასვეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა, ნიღბიანმა პირებმა ლაშა ჯიოშვილი ავტომობილში.
ერთ-ერთმა თვითმხილველმა ქეთი წულუკიძემ „პირველთან“ ინტერვიუში თქვა, რომ საპროტესტო აქციიდან წამოსვლის შემდეგ, დაინახეს, როგორ მირბოდა დროშიანი ბიჭი და როგორ მისდევდა მას მინიმუმ 10 ადამიანი.
„დროშით მივხვდით, რომ ვიღაც ჩვენიანს მისდევდნენ, გავაჩერეთ მანქანა და დავიწყეთ გადაღება. თავიდან პასუხს არ გვცემდნენ, არცერთს არ ეცვა პოლიციის ფორმა, რომ დაგვინახეს ვიღებდით, გაიკეთეს ნიღბები, ერთ-ერთი სახე, რომელიც ამბობს, რომ პოლიცია ვართო, დავაფიქსირეთ. ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს ეს ბიჭი“, - ამბობს თვითმხილველი.
კიდევ ერთი თვითმხილველის, თაკო ხელაძის მიერ გადაღებულ ვიდეოში ისმის ლაშა ჯიოშვილის მიერ ნათქვამი ფრაზა: „რაღაცას მიდებენ ჯიბეში“.
ოპერატორის დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, გახდა ბანერი - წარწერით „დღეს ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის მნიშვნელობაზე“ - რომელიც მას 18 თებერვლის აქციაზე ეჭირა. ბანერს ის გატაცების ამსახველ ვიდეოშიც ახსენებს.
უწყვეტი პროტესტის 83-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს გამოეხმაურნენ და სხვადასხვა პერფორმანი მოაწყვეს.
