უჩა აბაშიძის სახლიდან სათამაშო ავტომატები ამოიღეს და ასაღებენ უკანონო იარაღად - ძიძიშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

დაკავებული სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის დედა ლია თოდუა აცხადებს, რომ სახლში ამოღებული იარაღი, რომლის ამსახველ ვიდეოსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, ძირითადად, სათამაშოა - სათამაშო თოფები და ტყვიები. მისივე თქმით, ვიდეოში მხოლოდ ორი ნამდვილი იარაღია და ორივე მისი შვილის სახელზე ოფიციალურად არის რეგისტრირებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია იმიტომ, რომ უჩა მთელი ცხოვრება სტრაიკბოლს თამაშობს“, - წერს უჩა აბაშიძის დედა.

სტრაიკბოლი არის სპორტის ან ჰობის სახეობა, მოთამაშეები სპეციალურ იარაღს იყენებენ. თამაშობები ეწყობა სხვადასხვა სცენარის მიხედვით, ძირითადად, გავრცელებულია შემდეგი თამაშობები: ორდროშობანა, შენობის შტურმი, ისტორიული ბრძოლა, ჩასაფრება, უეცარი თავდასხმა და ა.შ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება კრიზისული კომუნიკაციის სპეციალისტი დავით ძიძიშვილიც. შსს-ს ვიდეოში ჩანს უჩა აბაშიძის სახლიდან ამოღებული სათამაშო იარაღები და მისი ნაწილები, რომლებიც პოლიციას იატაკზე აქვს გაშლილი და შთაბეჭდილებას ქმნის, რომ სამხედრო ბლოგერის ბინიდან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს.

„ეს არის აირსოფტის იარაღი. კადრებში ჩანს, რომ დევს სანადირო თოფი, რაც ლეგალურად ჰქონდა ადამიანს და აირსოფტის ავტომატები. ამით უნდათ დააბოლონ საზოგადოება. ეგ ავტომატი პლასტიკის ტყვიებს ისვრის. უჩა არის ამ თამაშის ასოციაციის ხელმძღვანელი და ამ გართობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი საქართველოში. მეც ვთამაშობდი აირსოფტს. მედო სახლში სათამაშო ავტომატი. აღარ მაქვს, თორემ შეიძლება მეც დავეჭირე ვინმეს.

სათამაშო ავტომატები ამოუღეს ადამიანს, რომელიც ყველამ იცის, რომ ამ თამაშს თამაშობს და ამას ავრცელებენ როგორც უკანონო იარაღს. იტყუებიან!, - ამბობს დავით ძიძიშვილი.

სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მოწინააღმდეგეა, საცხოვრებელ ბინაში რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ, პოლიციამ 9 მაისს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აბაშიძის სახლში ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ისე ჩაატარეს, რომ ადვოკატებს ბინაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, უჩა აბაშიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. უჩა აბაშიძე სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).