„საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიაზე ყოველგვარ პრეტენზიაზე და დაიწყო უდანაშაულო აქტივისტების და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება მათ სახლებსა და სამუშაო ადგილებზე. არ შეცდეთ: „ქართული ოცნება“ კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს“, - განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
უილსონი, რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად განიხილება, სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებისკენ მოუწოდებს.
„აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დასაჯოს ის პირები, რომლებიც უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში მონაწილეობენ. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიის ზრდას იმ დონემდე, რომელიც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადებით თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევის ორგანიზებაზე“, - განაცხადა უილსონმა და აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, იგივე გააკეთონ.
რესპუბლიკელი კონგრესმენის ამ განცხადებიდან მალევე, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა და დაგმო „სასტიკი და გაუმართლებელი ძალადობა“, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიმართავს. ბლინკენის თქმით, აშშ დამატებითი სანქციების ამზადებს და ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, პასუხს აგებენ.
