რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას, რომელიც 29 დეკემბერს არის დაგეგმილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა, თუ სად დგას ის ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებთან მიმართებაში. თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას განახორციელებს, ის უნდა ელოდეს პასუხს, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდა“, - დაწერა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე.
29 დეკემბერს, კვირას, არალეგიტიმურ პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციაა დაგეგმილი. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ყაველაშვილის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, მისი „მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი“, რომელიც მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, არალეგიტიმურ პარლამენტში გაიმართა. ყაველაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო, თანამდებობაზე 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. კენჭისყრა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა.
300-წევრიანი კოლეგიიდან არჩევნებში მხოლოდ 225 მონაწილეობდა და მიხეილ ყაველაშვილს ხმა 224-მა მისცა. მათგან 211 „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა, ხოლო 14 - აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს. ბათილად ჩაითვალა საბჭოს დეპუტატის, ადა მარშანიას ხმა.
დღემდე მიხეილ ყაველაშვილს გაპრეზიდენტება მიულოცეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
